LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან – დაღუპულია სამი ადამიანი

209
policiislentia

უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ რენესთან (იგოეთთან), ავტობანზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი, ხოლო დაშავდა ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან გარდაცვლილების ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 6-დან 10 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები