LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას პატრულ-ინსპექტორი ემსხვერპლა

318
ლენტიავარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, ინერციით მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები