LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

148
მართვითი-სუნთქვა

დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 31 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შსს-ს ავტომანქანას, რომელიც გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული,  დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, თუმცა, 31 წლის მამაკაცის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები