LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო მეტ ბიზნესს დააფინანსებს

34
პარტიების დაფინანსებისთვის

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით 55 მილიონ ლარს მიიღებს, რომელიც ახალი პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: ექსპორტის წახალისება, იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისება. ამ შემთხვევაში ფინანსურ ნაწილში შემოდის ახალი ინსტრუმენტი – გრანტელემენტი. სიახლეზე ეკონომიკის მინისტრი ხვალ ისაუბრებს, როცა უწყების 10 წლიან გეგმას წარადგენს.

ამასთან, ფართოვდება “აწარმოე საქართველოში“, პროგრამა 211 ბიზნესსაქმიანობის ნაცვლად, დაახლოებით, 350 საქმიანობას დააფინანსებს. აგრეთვე დაიწყება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის, ვისაც შვილი შეეძინებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები