LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოშის” ბენეფიციარებმა ბიუჯეტში 40 მილიონზე მეტი შეიტანეს

491a4a0327b47b32bd3778bab121ebe0_XL

სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ”, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით კომპანიამ “ბიდიო” ჩაატარა

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელია თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. ზემოხსენებული 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ.

კვლევის ერთ-ერთ პოზიტიურ შედეგს წარმოადგენს შემდეგი: ბენეფიციარი კომპანიების მხრიდან გადასახადების გადახდის კუთხით დაფიქსირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვით გამოკითხული ბენეფიციარებისათვის გადახდილი სუბსიდია 17. 6 მილიონი, გადახდილი გადასახადები კი 42.5 მილიონი ლარია, რაც ცალსახად პოზიტიური ფარდობითობაა (აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 73 კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას).

„კომპანიების საქმიანობა, რომლებმაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება, უმეტესწილად, წარმატებულია და მთლიანობაში, მათ საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ პოზიტიური წვლილი შეიტანეს საბიუჯეტო გადასახადების ჩათვლით. ეს არის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია, რომ საქართველოში დანერგოს და კიდევ უფრო განავითაროს მეწარმეობის კულტურა, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ ასუბსიდირებს ეკონომიკას – ეს არის წამახალისებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ ასევე ძალიან ბევრ ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ვასწავლეთ ბიზნესგეგმის დაწერა და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ვთქვი, პროგრამას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები