LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატიაზე მუშაობს

88
აზარტული-თამაშები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.

„საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მარტივი გადასაწყვეტი არ არის. მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობდა, როდესაც არასწორად რეგულირებული სექტორი უფრო მეტი ზიანის მომტანი ხდებოდა საზოგადოებისთვის. კერძოდ, გადადის არალეგალურ სივრცეში და არათუ ვერ ხდება დასახული მიზნის მიღწევა, კიდევ უფრო მეტ ზიანს იწვევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების იმ ოქროს შუალედის პოვნა, რითაც მიიღწევა დასახული მიზნები და თავიდან იქნება აცილებული ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალის ზრდა.

თუ უფრო დეტალურად შევალთ ამ შინაარსში, შემიძლია გამოვყო არაერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოდის. კერძოდ, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემა, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულება და სხვა არაერთი რეგულაცია, რომელიც ფულის გათეთრების რისკებს ამცირებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები