LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

100

აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით, კვირაში  8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაემატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ  შესრულდება.

ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.

დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად – კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიანიჭა.

 

პოპულალურები