LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებაზე სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს

166
salomezurabishviliertia

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება”, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

12-13 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაავრცელეს ინფორმაცია მათ საზღვარზე ინციდენტების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები