LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანმა კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა: 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ

214
BeFunky-collage (12)

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის ხელმძღვანელობით გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კარანტინის სპეციალური რეჟიმის გამოცხადების შესახებ.

ხვალიდან, 24 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ. კარანტინის ფარგლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ამასთან, ავტობუსების სპეციალური ხაზები საღამოს ათ საათამდე იმუშავებს. საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაადგილება კი აიკრძალება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინის სპეციალური რეჟიმი 20 აპრილამდე გაგრძელდება.

არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ზომები მივიღოთ: არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, თუმცა არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მკაცრი ზომები იქნეს მიღებული. ამის შესახებ მან  „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. “სრული მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა […]

ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკაცრი რეჟიმის დაცვით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კორონავირუსით ინფიცირებული 61 ადამიანი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები