LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

308
11122

აზერბაიჯანში კორონავირუსმა ირანიდან დაბრუნებული ქალი იმსხვერპლა. 51 წლის პაციენტს კორონავირუსის გარდა მძიმე ავტოიმუნური დაავადებაც დაუდგინეს. ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიოში კორონავირუსის 124 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და 4 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ამ დროისთვის, 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.ეს შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 295 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში კი 49 პირია მოთავსებული.

არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა – ამირან გამყრელიძე

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციური მუშაობაზე გადავიდნენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები