LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოს დაზარალებულ ეკონომიკას დაეხმაროს

138
adb-photo

აზიის განვითარების ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს უსწრაფესად დაგვეხმაროს – აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ.

„ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ. ADB მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად“, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ADB-ის პრეზიდენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის.

„პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 18 მარტს, ADB-მა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები