LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკს ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა სურს

171
20170629123949939136178

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტთან მიმართებაში ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გვქონდა საკმაოდ ფართო დისკუსია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ჩვენ მასსაქართველოს კარიბჭეს მსოფლიოშივუწოდებთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს. ADB უკვე ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ანაკლიის განვითარების პოტენციურ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გააუმჯობესებს პროექტის და ინიციატივების თანმიმდევრობის დაგეგმვას. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ის მთელი ქალაქია, ინდუსტრიული კლასტერია, ის მთელი ეკონომიკაა, რომელიც უნდა განვითარდეს. ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარ ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან“, – აღნიშნა ვერნერ ლიპახმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები