LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაჩალიაშვილის საქმეზე მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა”

2031
თამარი 5

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა.

განცხადებაში საუბარია “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაზე, სადაც სტუმრად მოწვეული იყო ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამბობს რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულია. ორგანიზაციების შეფასებით, წამყვანის მიერ დასმული ზოგიერთი კითხვა შეეხებოდა გარდაცვლილის ინტიმური ურთიერთობის დეტალებს, რაც პირადი ცხოვრების უფლებაში უხეში ჩარევაა.

“მთავარ არხზე” წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთის მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორეს მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს,”-აცხადებენ ორგანიზაციები.

"მკითხა და პასუხს არ დაელოდა" - რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე

"კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო”

განცხადების თანახმად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს.

განცხადებას ხელს 14 ორგანიზაცია აწერს.

თავად ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ გადაცემაში რესპოდენტმა პირად ცხოვრებაზე საკუთარი ნებით ისაუბრა.

” პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა,”-წერს გვარამია. “მთავარი არხის” დირექტორის მტკიცებითვე, მეგობრის  პირადი ცხოვრებაც თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.