LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: პარტიაში ვანო მერაბიშვილის წინა ხაზზე ყოფნა, გაცილებით უმარტივებს ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას 

146
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ჩვენ რისთვისაც ვებრძვით მმართველ გუნდს, წარმოუდგენელია, რომ ანალოგიური მეთოდები დავუშვათ ჩვენს შიდა წიაღში,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის წინა პოზიციაზე ყოფნა „ქართულ ოცნებას“ მისცემს შესაძლებლობას „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივად დაამარცხოს.

„კამპანიის ფარგლებში, რა მეთოდებიც იყო გამოყენებული, სადაც ის ადამიანები იყვნენ ჩართულები, რომლებიც აფილირებული არიან მერაბიშვილთან, (მე პირველ რიგში ვგულისხმობ, ფარულ ჩანაწერებს და ა.შ) აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი პრეცედენტი დაშვებული იყოს და მსგავსი ფაქტი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

მაგიტომაც ვამბობ, ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ბევრი სამუშაო, ჩვენ რისთვისაც ვებრძვით მმართველ გუნდს, წარმოუდგენელია, რომ ანალოგიური მეთოდები დავუშვათ ჩვენს შიდა წიაღში.

მე მესმის, რომ ვანო მერაბიშვილთან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრს შეიძლება აკავშირებდეს მეგობრული, კოლეგიალური ურთიერთობა, მე ამ ურთიერთობაში ნამდვილად არ ვერევი და არ შევდივარ, თუმცაღა ვამბობ, რომ წინა პოზიციაზე მსგავსი ადამიანის ყოფნა დამიჯერეთ, გაცილებით უმარტივებს ბიძინა ივანიშვილს სამომავლო ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვანო მერაბიშვილი წინა ხაზზე ჰყავს, პარტია გაცილებით მარტივი დასამარცხებელია, ეს არის ჩემი სუბიექტური პოზიცია,“ – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები