„პირველ რიგში ყველას, ვინც ხმა მომცა , უღრმესი მადლობა, რომ ყოველდღე მაძლევენ ხმას. მოლოდინი არ მქონია, რადგან სიმღერა იმიტომ არ ჩამიწერია, რომ რომელი კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ეს სიმღერა შვილს მივუძღვენი და მას შემდეგ რაც ჩავწერ პოპულარობა მოიპოვა, რაც ძალიან მიხარია. საპასუხისმგებლო ცერემონიაა და ის რომ ვმონაწილეობ, დიდი ბედნიერებაა. მადლობა „ფორტუნას“ ამ ცერემონიისთვის, რამაც ძალიან გამააქტიურა. ყოველდღიურად მიწევს კომუნიკაცია მსმენელთან და ემოციების გადმოცემა საკმაოდ რთულია. აქტიური მუშაობა დავიწყეთ მას შემდეგ, რაც დავინახეთ, ბევრი გულშემატკივარი გაჩნდა. მაისის შუა რიცხვებში ვგეგმავ კონცერტს და მაინტერესებს კიდევ რამდენი ადამიანი მოვა საღამოზე და რამდენი იქნება ჩემი მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ მეტი ადამიანი ჩაერთვება ხმის მიცემის პროცესში. გათვლები არ მახასიათებს, ყველაფერი ხალხის ნებაა. თუ ჩემ სიმღერას ხალხი მიიღებს, ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იქნება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ბაჩო რამიშვილმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ცერემონია მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხის სიყვარული მეტს ნიშნავს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

მსგავსი თემები