LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

85
ესებუა-ბიძინა

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ, ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცავი უწყება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

მსჯავრდებულის უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები