LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაფტა 2020“: დაჯილდოების ტრიუმფატორი HBO-ს მინისერიალი „ჩერნობილი“ გახდა

297
bafta2020

სატელევიზიო  და კინოხელოვნების ბრიტანულმა აკადემიამ „ბაფტა“ პირველი გამარჯვებულები დაასახელა. „ტექნიკურ“ ნომინაციებში გამარჯვებულთა სიის ხილვა კინოპრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-რეჟიმში გადატანილი დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი HBO-ს მინისერიალი, „ჩერნობილი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო მოიპოვა და ამ დროისათვის ამ მაჩვენებლით აბსოლუტური ლიდერია. ჟიურიმ „ჩერნობილი“ საუკეთესო რეჟისურის (იოჰან რენკი), ორიგინალური მუსიკის (ჰილდურ გუდნადოტირი), კოსტუმებისა და დეკორაციების დიზაინის, მონტაჟის, ხმის და ოპერატორული ნამუშევრისათვის დააჯილდოვა.

რამოდენიმე ქანდაკება ერგოთ „მის ბნელ საწყისებს“ და „ალესილ კეპებს“. საუკეთესო სცენარისათვის „მემკვიდრეების“ სცენარისტი ჯესი არმსტრონგი დაჯილდოვდა.

აღსანიშნაბვია, რომ ტრადიციულად, „ტექნიკურ“ ნომინაციებში გამარჯვებულებს დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე ავლენენ და გამონაკლისი არც წლევანდელი შემთხვევაა. „ბაფტას“ დაჯილდოების ცერემონია, სადაც წლის საუკეთესო სერიალები გამოვლინდება, 31 ივლისს ონლაინ-ფორმატში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები