LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაღი ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს“  – ექიმი კომაროვსკი

333

ცნობილი უკარანელი პედიატრი და სატელევიზიო გადაცემის ავტორი, ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე ისეთ აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიცაა ბაღი და ვირუსები. მშობლის მიერ დასმულ კითხვაზე, ამყარებს თუ არა ბაღი იმუნიტეტს და რა გავლენას ახდენს ვირუსები ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე, ექიმი პასუხობს:

„ნამდვილად არსებობს ასეულობით ვირუსი, რომელიც აქტიურად ცირკულირებს და შესაძლოა გართულდეს. ამ ვირუსების დიდმა ნაწილმა შესაძლოა გაამყაროს ბავშვის იმუნიტეტი. ანუ თუ ბავშვმა საბავშვო ბაღში ბევრი იავადა, ალბათობა იმისა, რომ სკოლაში ავადობების რიცხვი შემცირდება, დიდია. ანუ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, ამყარებს თუ არა ბაღი ბავშვის იმუნიტეტს, გპასუხობთ, დიახ, ეს ასეა, ბაღი ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს. აქ საუბარია ტენდენციაზე და არა მკაცრ წესზე. შეგახსენებთ, რომ ნორმის ფარგლებში პატარამ შესაძლოა წელიწადში 10-12-ჯერ იავადოს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები