LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგრატიონთა კარის თამაშები – მხარეები ამჯერად სამ ავტომობილზე დავობენ

164
ბაგრატიონები

დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მხარეები 2013-2015 წლებში შეძენილ სამ ავტომობლზე დავობენ. დავით ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ის და მისი ყოფილი მეუღლე 2012 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, მხარეებმა 2015 წელს განქორწინების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და უარი თქვეს ერთმანეთთან ქონებრივ პრეტენზიებზე.

საპასუხოდ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება ესპანური კანონმდებლობისთვის შედგა და ისინი არა თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე, არამედ ეკონომიკური კომპენსაციის გადახდაზე ამბობენ უარს. მისივე თქმით, არიან  მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2012 წლის შემდეგაც ერთად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს 2013-15 წლებში საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძებიდან ამოღებული ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ანა ბაგრატიონის ნომერი 730-ჯერ არის დაფიქსირებული.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩიოდნენ. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა.

ასევე სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.

პოპულალურები