LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: კალაძემაც ითამაშოს, ბოლო-ბოლო ცნობილი ფეხბურთელია

130

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში თბილისის მერის ინიციატივას ეხმაურება.

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო დანიშნული ამხანაგური თამაშის შესახების ის ფეისბუქში წერს.

პატარაიას აზრით, ქართველებმა ტოლერანტობა თავიდან უნდა ისწავლონ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მტრული გარემო შეიცვალოს.

“ყველა კი მიასკდა კალაძეს და აბუჩად აიგდეს “ამხანაგური მატჩის” იდეა; უფრო მკაფიოდ რომ ეთქვა მერს, რომ მაინცადამაინც მოძალადეებს არ გულისხმობდა სამეზობლოში, კარგი იქნებოდა. თორემ ზოგმა ისე გაიგო, თითქოს გამოძიებას და მართლმსაჯულებას ანაცვლებს “ამხანაგური მატჩი”. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დასრულდეს და დანაშაულიც უნდა აღიკვეთოს კანონის შესაბამისად, მაგრამ ამავდროულად “ამხანაგური მატჩი” იმ სამეზობლოსთან კარგი იდეა მგონია.

ჩვენ ხომ გვინდა, რომ ამ სტუდენტებს მომავალში მაინც ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სათამაშო მოედნით? გვინდა. და თუ იქ მტრული გარემო დარჩა, მაშინ ისინი ვერასდროს მივლენ და ითამაშებენ. სწორედ ამ სიტუაციის განსამუხტავად კარგი იქნებოდა “ამხანაგური მატჩი”. სამეზობლო დიდია და იმედია მშვიდობიანი ადამიანებიც გამოჩნდებიან, თუ საჭირო გახდა, ჩვენც მივალთ საყურებლად და თუ უნდა მერმაც ითამაშოს, ბოლო-ბოლო ცნობილი ფეხბურთელია.

ასეა თუ ისეა, მხოლოდ დასჯაც არ კმარა; ტოლერანტობა თავიდან გვაქვს სასწავლი ამ მრავალსაუკუნოვან ერს, რომელიც დღემდე სწორედ საკუთარი მრავალფეროვნების წყალობით მოვიდა. ჩვენ რომ არ ვმეგობრობდეთ სხვა ერებთან და სხვა ერები და სახელმწიფოები რომ არ გვემეგობრებოდნენ ჩვენ, უბრალოდ გადაშენებულები ვიქნებოდით რუსების ხელში.

პ.ს. რადგან კომენტარებში ბევრჯერ იკითხეს: დავვიწყოთ თუ არა ეს შემთხვევაო? აქვე დავძენ, რომ საკუთარი შეცდომები უმჯობესია გვახსოვდეს, რომ მომავალში აღარ გავიმეოროთ”, – დაწერა პატარაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები