LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „მადლობა, მამა, რომ არასდროს გითქვამს, გათხოვდები და ქმარი გარჩენსო…“

132
baia

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო სტატუსს მშობლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვობიდან მიიღო:

„მადლობა, მამა, ბავშვობაში რომ მეუბნებოდი, შენი ერთადერთი საქმე სწავლაა და საუკეთესო ნიშნებზე ისწავლე, რომ საუკეთესო პროფესიონალი გამოხვიდე და იმდენი ფული სულ გქონდეს, შენ და შენს შვილს რომ ეყოფაო. მადლობა, რომ არასდროს გითქვამს, გათხოვდები და ქმარი გარჩენსო.

მადლობა, დედა, რომ მეუბნებოდი, რაც არ უნდა დაგემართოს, გინდა მოგიტაცონ და გაგაუპატიურონ, მაინც ყველგან მოგძებნით მე და მამაშენიო, სახლში წამოგიყვანთ და მოგხედავთო, იმ კაცს კი სამარემდე ჩავყვებით და არ ვაპატიებთო.

ბაია პატარაია: როდესაც შევთანხმდებით ქალების სრულფასოვნებაზე, როდესაც ვაღიარებთ ქალის თავისუფლებას, მაშინ დასრულდება ფემიციდი და გენდერული ჩაგვრა

მადლობა ორივეს, რომ მე და ჩემს დას გვეუბნებოდით, თქვენ ერთი „კამანდა“ ხართო, არავინ გყავთ ერთმანეთზე ძვირფასი და ჩვენზე მეტად ერთმანეთი უნდა გიყვარდეთო. ეგ რომ არ გეთქვათ, შეიძლება, არც ვყოფილიყავით საუკეთესო დები და მებრძოლი ქალები.

მშობლებო, გაზარდეთ ქალიშვილები დამოუკიდებელ ადამიანებად და ისინი თვითონ მოიპოვებენ თავისუფლებას თქვენგანაც და სხვებისგანაც; უბრალოდ უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ თქვენი იმედი.

დღეს ქალებს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ისინი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ სისხლის ფასად მოიპოვება“.

დილიდან ყველა ვტირით… დავაყენებთ პოლონეთის პასუხისმგებლობის საკითხს სტრასბურგში, აქედანაც მოვახერხებთ მაგას, მაგრამ იმ გოგოს რა გააცოცხლებს? – რას წერს ბაია პატარაია პოლონეთში მოკლულ ქართველზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები