LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: “რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვილის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ, ამის იქეთ რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება?”

68
BeFunky-collage

“ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს.

პატარაია აღნიშნავს, რომ ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი.

“რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვილის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ.

really?!

ამის იქეთ რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?

ჯიზეზ!

სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები.

ვერ მოგართვით! :)))))))

ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).
შეეგუეთ!” – წერს ბაია პატარაია.

ბაია პატარაია: ომი უნდა გამოვუცხადოთ მენტალიტეტს, რომელიც კაცს აფიქრებინებს, რომ ქალი მისი ნივთია.. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ქუჩაში გამოსვლებიც და მედია კამპანიებიც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები