LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაია, თქვენ ხართ მატყუარა“ – პატარაია „ტვ პირველს“ ჩივილით ემუქრება

1455
BAIA PATARAIA

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ბაია, თქვენ ხართ მატყუარა!“- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

ნოდარ მელაძის სტატუსი ბაია პატარაიას მუქარას მოჰყვა. ის  „ტვ  პირველს“ ჩივილით დაემუქრა.

„ტელეკომპანია „პირველმა“ მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო, ბავშვი გახადა იდენტიფიცირებადი. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი პოსტები ვწერე და ჩვენმა პიარმა მათ პროდიუსერებს ურეკა, მაინც გაუშვეს ეთერში. საღოლ! სადამდე დაეცით, რომ ბავშვის ცხოვრების დანგრევას არ ერიდებით თქვენი ნაგავი სიუჟეტისთვის. გრცხვენოდეთ!

ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად გიჩივლებთ ბავშვის უფლებების დარღვევისათვის და ზედ მოგაყოლებთ იმ სასამართლოს, ვისგანაც გაიგეთ დეტალები საქმეზე”, – დაწერა ბაია პატარაიამ ფეისბუქზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები