LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი ინიციატივით გამოდის: გადაუხადეთ 100 დოლარი ყოველ ახლად აცრილ ამერიკელს

180
BeFunky-collage (14)

„მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ მიღებული დაფინანსება, იმისათვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყოველ ახ;ად აცრილ ამერიკელს”, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინიციატივა ვაქცინაციის პროცესის წახალისებისკენ არის მიმართული.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, შესაძლოა, ეს ინიციატივა უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, თუ ვირუსის დამარცხებაში წახალისების საშუალებები დაეხმარებათ, მიაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

შესაბამისი სახსრების გამოყოფა შტატების, ადგილობრივი და ტერიტორიული მთავრობებისთვის ამერიკის გადარჩენის გეგმის აქტით გათვალისწინებული 350 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები