LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭება

baxmaro1

“ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭება. აქამდე მას არ ჰქონდა დასახლების სტატუსი და შეზღუდული ჰქონდა ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა,” – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ სტატუსით ბახმაროში ინვესტიციების მოზიდვა იქნება შესაძლებელი. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმა მუშავდება.

„შემუშავებულია განვითარების სივრცითი მოწყობის გეგმა და ვამუშავებთ, ეკონომიკური განვითარების გეგმასაც. ელექტრომომარაგების პროექტი დავიწყეთ შარშან, წელს დასრულდება და იქნება მუდმივი ელექტრომამარაგება,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროში ცენტრალური სკვერის მოწყობა და სხვა პროექტების განხორციელება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები