LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახმაროში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაიყიდა

1181
ბახმარო

კურორტ ბახმაროში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ საუბარია 2019 წლის 15 მაისის მთავრობის N1098-ე განკარგულებაში, სადაც წერია, რომ მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად  შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“  მიყიდა.

განკარგულების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია გადაცემულ ქონებაზე, ან მის ნაწილზე 60 თვეში სულ მცირე 120 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, კომერციული დანიშნულების ფართები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები განათავსოს.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები