LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე თადუმაძის მოსამართლეობაზე: ნებისმიერს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება

124
collage

მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ნიკორწმინდაში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის შერჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტაანდარტების დაცვით ხდება.

“ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის პროცედურაში მონაწილების მსურველებს შორის მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძეც არის. მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილი ჯამში 144-მა ადამიანმა გამოთქვა.

პოპულალურები