LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა დღის ბოლოს მოგვარდება

161
photo-ilia-bakuriani

საქართველოს ზამთრის კურორტებზე არსებული წყალმომარაგების პრობლემა შეიძლება დღეს საღამომდე მოგვარდეს – ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. მისივე თქმით, წყლის მიწოდება ბაკურიანში რამდენიმე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდებოდა, რომელიც უკვე მოგვარებულია და დღეს დილიდან მიწოდება აღდგენილია. მინისტრის მოადგილემ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.

“გუშინ ღამით, 23:00 საათზე წყალმომარაგების წნევასთან დაკავშირებული საკითხის გამო ბაკურიანში წყალი სპეციალურად გამოვრთეთ, დავიჭირეთ წნევა და რეზერვუარედიან წყალი ბაკურიანს უკვე დღეს დილიდან აღუდგა. რაც შეეხება პრობლემურ სასტუმროებსა და ადგილებს, მათ დღის მეორე ნახევარში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება.

მიზეზები, რითიც მთავრობა კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემას ხსნის

ბეგიაშვილის თქმით, ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რაც შედეგიანი იყო და დამატებითი რეზერვუარებიდან წყლის გადართვა ძირითად რეზერვუარებში მიმდინარეობს.

რაც შეეხება გუდაურს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „რედკოს“ დასახლებას წყალი უკვე მიეწოდება და ადგილზე არსებულ ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნობა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის კურორტებზე  წყალმომარაგების პრობლება 31 დეკემბრიდან შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საგანგებო საბჭო შექმნა, რომელიც პრობლემის სასწრაფო მოგვარებაზე იმუშავებდა. დღესვე  “გაერთიანებული წყალმომარაგების” ხელმძღვანელმა თანამდებობიდან დატოვა, თუმცა უკავშირდება თუ არა ეკატერინე გალდავას გათავისუფლება გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემას, ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობას „გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის დირექტორი შეეწირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები