LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალი გაძვირდა – რა უნდა იცოდეთ კუნძულზე გამგზავრებამდე

pura-ulun-danu-batur-around-danau-batur-3

ტურისტებს ბალიზე ვიზიტი გაუძვირდათ. ინდონეზიის კუნძულზე შესვლისთვის მოგზაურები დამატებით გადასახადს გადაიხდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მთავრობამ საერთაშორისო მოგზაურებისთვის სპეციალური კანონი შეიმუშავა, სწორედ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს დამატებით გადასახადს ტურისტებისთვის.

კანონის მიხედვით, კუნძულ ბალიზე ჩასულ თითოეულო უცხოელ სტუმარს 10 დოლარის გადახდა მოუწევს. როგორც ბალის გუბერნატორი ვაიან კოსტერი განმარტავს, ამ კანონის ამოქმედების მიზანი ბალის კიდევ უფრო განვითარებაა. „ეს მოგვცემს უკეთეს ფინანსურ საშუალებას ბალის განვითარების მხარდასაჭერად და რეგიონში არსებული პლასტმასის ნარჩენების პრობლემების მოსაგვარებლად“, – ამბობს გუბერნატორი.

აღსანიშნავია, რომ ბალი არ არის ერთადერთი ტურისტული დანიშნულება, სადაც მოზგაურებისთვის დამატებითი გადასახადი დაწესდა. დაახლოებით მსგავსი რეგულაცია იაპონიამაც დააწესა. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 7 იანვრიდან იაპონიაში ქვეყნის დატოვებისთვის გადასახადი დაწესდა, რომლის გადახდაც იაპონიის მოქალაქეებსა და უცხოელებს ქვეყნის საზღვაო, ან საჰაერო გზით დატოვების შემთხვევაში მოუწევთ. გადასახადის ოდენობა 9 დოლარამდეა.

ტურისტებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ იტალიის ქალაქ ვენეციაში შესასვლელადაც. ახალი რეგულაციის დაწესებას იტალიის 2019 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს. ქალაქში შესასვლელი ბილეთი 2,5 ევროდან 10 ევრომდე ეღირება. ბილეთის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სეზონზე შევა ტურისტი ქალაქში. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტურისტს ერთი დღის გატარებისთვის 10 ევროს გადახდა მოუწევს, სხვა სეზონზე კი ფასი 2,5 ევროდან 5 ევრომდე იქნება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ვენეციაში შესვლის საფასურს გადაიხდიან ის ტურისტებიც, რომლებიც ქალაქს შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათით ესტუმრონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები