LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბამბის რიგი ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს (ფოტოები)

50940774_1097702673740392_2062812091496005632_n

კომპანია “მეიდან ჯგუფი-ს” ინიციატივით, ინტენსიურად მიმდინარეობს ძველ თბილისში, ბამბის რიგისათვის თავისი ისტორიული ფუნქციის დაბრუნება.

როგორც “მეიდან ჯგუფში” აცხადებენ, ქუჩაზე განთავსებული კომერციული ფართების ძირითადი ნაწილი კაფე-ბარების ნაცვლად უკვე დაიკავა სხვადასხვა ქართველი დიზაინერების მაღაზიებმა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ეტაპობრივად ადაპტირდება ბამბის რიგის ისტორიულ ფუნქციასთან. მაღაზიებში წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული ტანისამოსი და აქსესუარები.

ამ ეტაპზე ბამბის რიგზე წარმოდგენილია შემდეგი დიზაინერების მაღაზიები: აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, თამუნა ინგოროყვა, დიანა ქვარიანი, ლია, შოუ-რუმი “ქაბინ” თამარა ხოშტარია და ირინა თოიძე, თეო გარდაფხაძე და ა.შ. თბილისის ამ უნიკალური არქიტექტურისა და მდებარეობის ქუჩაზე გაზაფხულიდან იგეგმება ქართველი დიზაინერების ჩვენებების მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები