LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბანქოს სახლის”გადაღებისას რობინ რაიტს ნაკლებს უხდიდნენ,ვიდრე კევის სპეისს

177

სერიალი „ბანქოს სახლი“ (House of Cards) თეთრი სახლის პოლიტიკური ინტრიგების შესახებაა გადაღებული და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეშოუდ არის მიჩნეული. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვით მსახიობებს კევინ სპეისსა და რობინ რაიტს, რომლებიც სერიალში მთავარ გმირებს ასრულებენ. აღმოჩნდა, რომ რობინის ჰონორარი ფილმის გადაღებისას ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მისი პარტნიორის. მაგალითად, მედია წერს, რომ კევინ სპეისი ყველა ეპიზოდში კევინ სპეისს 500 ათას დოლარს უხდიდნენ, რაიტს კი 420 ათასს, რაც რობინმა გააპროტესტა.

„ახლა ძალიან ცოტა ტელეშოუ არსებობს, სადაც მთავარი გმირები, ქალი და კაცი გათანაბრებულები არიან. ასეა „ბანქოს სახლში“. რაღაცა პერიოდში კლერის პოპულარობამ გადაასწრო კიდეც ფრენკისას. ამიტომ, ვუთხარი ხელმძღვანელებს, რომ ჩემი ჰონორარი უნდა გაზრდილიყო, ისინი დამთანხმდნენ,“ – განაცხადა რაიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები