LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა გაიმართება

97
გარეჯიდავით

დღეს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით,  ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

ამ დრომდე უცნობია, რა კონტექსტში დააყენებს ქართული მხარე საკითხს, დავით გარეჯში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, რა შედეგებით დასრულდება პროცესი.

7 მაისს, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა.

აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო.

ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს. მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.