LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: 12 უბანში გამარჯვებულია შავგულიძე

146
1558293051_5ce1ab5e97fa7

23 უბნიდან 12 უბანში გამარჯვებულია შალვა შავგულიძე – ამის შესახებ „ევროპული საქართველო “ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთაწმინდაზე დადასტურებულად მეორე ტური გაიმართება, რადგან დათვლილია 23 უბნის მონაცემები და 12-ში შავგულიძე ლიდერობს.

„იმედი მაქვს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, ოღონდ სხვა კანდიდატებს და არა ბატონ შალვას, შემოგვიერთდებიან და ერთობლივი ძალებით მეორე ტურში ვაჩვენებთ ხელისუფლებას, ასე გაგრძელება აღარ მოხდება“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შალვა შავგულიძემ მთაწმინდელებს არჩევნებზე მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

“შედეგები უჩვენებს, რომ ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მხარდაჭერის გაზრდის პოტენცია ოპოზიციის კანდიდატს გააჩნია. ჩვენ გვაქვს სერიოზული შანსი მეორე ტურში. მივმართავ მთაწმინდელ ამომრჩეველს, ცოტა მეტი აქტიურობა გამოვიჩინოთ მეორე ტურისთვის,” – აღნიშნა შავგულიძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებენ, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური ჩატარდება.

პრემიერი: ვიმარჯვებთ ყველგან, მთაწმინდაზე სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება

ბახტაძე დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები