LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი – არსადაც არ გამქრალა, მეგობრებო

63
BeFunky-collage (17)

დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი რეიტინგი “არსადაც არ გამქრალა”, ასე გამოეხმაურა ის Edison Research-ის ახალ კვლევას პოლიტიკოსების რეიტინგის შესახებ.

“სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი — არსადაც არ გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს. არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას”, — წერს ბაქრაძე.

ის მთლიან კვლევასაც აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა “გარდაუვალია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები