LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

121
pjimage (1)

ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ხორციელდება და კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას, დაზიანების შემთხვევაში კი აღდგენას ახდენს.

ბარათაშვილის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოები 1 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

პოპულალურები