LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო: ტრანსპორტი შეზღუდვით იმოძრავებს

594
90c26fb9-6c3d-400a-9b41-7b94b6686929

დედაქალაქის მერიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებთან დაკავშირებით, ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად  შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ამ ეტაპზე, მოძრაობა ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით არის აკრძალული. შეზღუდვა 3 ივნისამდე იმოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ. ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც. მოძრაობა თავისუფალი იქნება გმირთა მოედანზე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მელიქიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ. თავისუფლების მოედნიდან კი მოძრაობა დაშვებული იქნება მაჩაბლისა და ასათიანის ქუჩების გავლით, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვახტანგ გორგასალის ქუჩისკენ გადაადგილდებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგეგმილია სამუშაოების რამდენიმე ეტაპად შესრულება.

მეორე ეტაპზე  3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება. სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

პროექტის მესამე ეტაპზე პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამ პერიოდში კი  ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპს, 13-დან 16 ივნისამდე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის.

“პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, ელექტროსადენები კი, მიწის ქვეშ მოექცევა” – წერს თბილისის მერია და მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო წინასწარ ბოდიშს უხდის.

პოპულალურები