LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბი ჰიჯაბით, გრძელი კაბითა და აბაიათი – ფოტოებმა სოციალური ქსელები “ააფეთქა”

412

ბარბი, როგორც წესი, გამხდარი, თეთრკანიანი ქალია მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლით, თუმცა, როგორც ჩანს ცვლილებების დროა – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში „ჰიჯარბი“ გამოჩნდა, ბარბი ჰიჯაბით.

ახალი ბარბის თოჯინა ჰიჯაბით, გრძელი კაბით, მოსახვევებითა და აბაიათი „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამში“ ყველაზე პოპულარული თემა გახდა. ბარბის ფოტოები სოციალურ ქსელებში 24 წლის ჰანიფა ადამმა განათავსა.

„არასოდეს მინახავს ჰიჯაბიანი ბარბი და გადავწყვიტე, შემექმნა ანგარიში „ინსტაგრამზე“ და განმეთავსებინა თოჯინის ფოტოები ტანსაცმლით, რომელიც მე შევქმენი,“ – განაცხადა ადამმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

თოჯინები ჰანიფამ სხვა ქვეყნიდან გამოიწერა, რადგან ბარბი ნიგერიაში არ იყიდება.

2 Capture

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები