LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარი თუ შტაბი: შსს-მ ღამით მუშაობისთვის ორი კვების ობიექტი დახურა

66
116356497-154402739649534-535337235679110655-o

თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ “FELLERS”-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

შსს-ს პრესსმასახურის ინფორმაციით, 17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ “FELLERS”-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.

ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში – სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადების შემცირების მიზნით, საქართველოს უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები