LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარიკადი აღებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას – თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე: ვარლამ გოლეთიანი

57
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათჰესთან ბარიკადი აღებულია, მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებენ მეორე მხარეს გადასვლას. როგორც გოლეთიანი აცხადებს, „თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, მხარეები მედიაციის პროცესზე ვერ გადავლენ“.

„ვხედავთ, რომ ბარიკადი აღებულია, მაგრამ ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ მეორე მხარეს გადასვლას, რატომ უნდა შეიცვალოს პირობები, თუ ამ ბარიკადის აღებით ჩვენთვის არაფერი შეიცვალა? ამ ლოგიკიდან გამოვდივართ და ამას ვუხსნით ყველას, ამაზე გვქონდა საუბარი დღევანდელ შეხვედრაზეც. თუ აუცილებელი პირობები არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის განმარტებით, დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგი უნდა შედგეს, სადაც გაირკვევა შეძლებენ თუ არა „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეები პროტესტის ძირითად ადგილზე გადასვლას.

„სამუშაო პროცესი შეჩერებულია. ბარიკადი აღარ არსებობს, ვნახოთ, შემდეგი დიალოგი როგორ გაგრძელდება. დღესაც, რაღაც კომუნიკაცია უნდა შედგეს ჩვენს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის რაღაც პროცესებთან დაკავშირებით, სად და როგორ უნდა გადავიდეთ. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გადაწყდება, თუმცა, ჩვენი ყოველდღიური თავშეყრა აუცილებელია, ეს პროცესი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ არ მივიყვანთ ამ საკითხს ბოლომდე. ხეობაში გადასვლა არ შეგვიძლია. წესით ხვალ გვეცოდინება, გვექნება თუ არა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნების საშუალება. ან ცნობილი გახდება ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ. ჩვენი უპირობო მოთხოვნაა დავბრუნდეთ იმ ადგილზე, სადაც ვიყავით“, – აღნიშნავს გოლეთიანი.

გუმათჰესთან პოლიცია რკინის ბარიკადების აღებას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები