“მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ,”- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა,

მისივე თქმით,  ამ საგამოძიებო მოქმედებებით, შსს-მ ამხილა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ,  ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას.

“დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ,” – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი თემები