LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანსა” და “გალერიში” სამართლდამცველები არიან მობილიზებული

109

კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სამართლდამცველები იმყოფებიან. როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, კლუბებში ივენთის დროს, მოულოდნელად ნიღბიანი პირები შევიდნენ და ხალხი გარეთ გამოიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, თუმცა ამ დროისთვის ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

შსს-ში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს, რომ მათ ომი გამოუცხადეს.

“სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს”, – წერს ორაშვილი.

კლუბების გარეთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო ვრცელდება.

ვიდეოების ნაწილში ჩანს, რომ  არეულობა გარეთაც გრძელდება.

https://www.facebook.com/dato.vashakidze.9/videos/1866743250012122/

https://www.facebook.com/bachi.xergiani/videos/1680522325335920/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები