LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანში“ რეივ-აქცია იმართება [ვიდეო]

147

კლუბ „ბასიანში“ რეივ-აქცია იმართება. ახალგაზრდები მანიფესტაციას ევროპის მოედნის ნაცვლად, კლუბში აწყობენ.

“ბასიანში” მყოფები,  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და საპოლიციო რეფორმას ითხოვენ.

„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით,ერთად ვიმარჯვებთ“, – ასეთია დღევანდელი რეივ-აქციის სლოგანი.

„ბასიანზე“ დღევანდელ აქციაში მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა კლუბები, არტისტები, ფესტივალებისა და მუსიკალური პროექტების წარმომადგენლები.

კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა „ბოილერ რუმი“, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.

https://www.youtube.com/watch?v=gXBOk5zTRz8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები