ბატონო ნუგზარ, თუ გნებავთ იყოთ საქართველოს მეფე, ჩაიტარეთ დნმ ანალიზი – ასე მიმართა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკს TV პირველის ეთერიდან.

“ვინაიდან ბატონ ნუგზარს [ბაგრატიონ-გრუზინსკს] არ ყოფნის სიმხნევე, წავიდეს, ჩაიტაროს დნმ ანალიზი და უთხრას თავის ერს, ვინ არის, საიდან არის და რომელი გორის არის, ამიტომ ბატონი დავითი [ბაგრატიონ-მუხრანელი], იმისთვის, რომ გაამხნევოს თავისი ყოფილი სიმამარი, მზად არის, მასთან ერთად მივიდეს ლაბორატორიაში, ორივემ ერთად ჩაიტაროს დნმ ანალიზი და ორივემ ერთად გასცეს პასუხი.

ბატონო ნუგზარ, თუ გნებავთ იყოთ საქართველოს მეფე და სუვერენური, უთხარით თქვენს ხალხს, ვინ ბრანდებით, საიდან ბრძანდებით, საიდან მოხვედით და რომელ გვარს ეკუთვნით” – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

⭕ LIVE📌 პირველები ტვ პირველზე🗓 15/03/2019

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 15 მარტი, 2019

შეგახსენებთ, 12 მარტს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს.

ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები