LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონო პუტინო, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან! – პოროშენკო პუტინს

236628784

ბატონო პუტინო, გთხოვთ უკრაინიდან გაეთრიეთ! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკულ ტელეარხ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,  ეს ის მესიჯია, რომელიც მას სურს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ტრამპმა პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე გადასცეს.

„რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიისთვის. ვემზადებით ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით. ისინი თავს გვესხმიან იმის გამო, რომ არ გვსურს რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცი, რომ ის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ბრძოლას მტკიცედ უჭერს მხარს. თუ რუსეთი თავს დაგვესხმება დიდ ფასს გადაიხდის“,- განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.