LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი 1 ივლისს ბიზნესდაჯილდოებას უმასპინძლებს

337
18527548_1921909591423299_2863299934002816684_n

საქართველოში ,,შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” და ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის” ორგანიზებით, ბიზნესდაჯილდოება გაიმართება. ღონისძიება 1 ივლისს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდება და აქ მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდებიან. დაჯილდოვდებიან ასევე ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

როგორც ,,ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, აღნიშნული დაჯილდოება რიგით 48-ე იქნება.

ცნობისთვის, “ბიზნეს რეიტინგების კავშირი”  საქმიანობს 2003 წლიდან აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში. (უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი)

“საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი”, დაარსდა 2015 წელს. არსებობის მანძილზე “ბიზნეს რეიტინგების კავშირს” ჩატარებული აქვს 47 დაჯილდოების ცერემონია და 38 ბიზნეს ფორუმი, მათ შორის 7 დაჯილდოების ცერემონია არის ჩატარებული საქართველოში.

2017 წლიდან საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის პარტნიორი გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია. 2017 წლის შემდეგ კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯილდოვდებიან გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები: კულტურის, სპორტის და ა.შ დარგებიდან, რომლებმაც საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყვეს ხელი. ამ ჯილდოთი ადამიანი-ისტორია, საქართველოში დაჯილდოვდნენ:

ნონა გაფრინდაშვილი

ელდარ შენგელაია

ჯემალ ჭკუასელი

ფრიდონ სულაბერიძე

ბადრი მაისურაძე

ბუბა კიკაბიძე

ალექსანდრე ჩივაძე

ვახტანგ ქორიძე

რევაზ ჩელებაძე

ჟანრი ლოლაშვილი და სხვ.

2018 წლის 11 დეკემბერს  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადაეცა საერთაშორისო ჯილდო ”International publico recognitionem” ”საერთაშორისო სახალხო აღიარება ერთა შორის მშვიდობისყოფისა და მეგობრობის გაღრმავებაში, მისი სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილის გამო. აღსანიშნავია, რომ 8 ქვეყნის მასშტაბით ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჯილდო გადაეცა უმაღლესი რანგის სასულიერო პირს.

საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგიადგენს შედეგებს, “ბიზნეს რეიტინგების კავშირისმეთოდოლოგიით.

რეიტინგები დგება საჯარო მონაცემების გამოყენებით, კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით NBR-ის მეთოდოლოგიით. ტოპ-10-ეულში მოხვედრილ კომპანიებს გადაეცემათ შესაბამისი ჯილდოები.

შეგახსენებთ, დაჯილდოების 48- საზეიმო ცერემონია ჩატარდება 1 ივლისს ბათუმის . ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც  საქართველოს და უკრაინის გამარჯვებული კომპანიების გარდა, დაჯილდოვდებიან ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები:

ანსამბლი “სუხიშვილები”

ალექსანდრე ხომერიკი

ჯილდოს გადასცემს ბიზნეს რეიტინგების კავშირის პრეზიდენტი ვალერი გიჟიცკი

საღამოს წარუძღვებიან:

ნიკოლოზ წულუკიძე

აკაკი გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები