LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ლას-ვეგასისა და იტალიური რენესანსის სინთეზია – ბრიტანული Traveller ჩვენზე წერს

232
big-5242e132a9be554492d5229be81110b51437283960-batumi-15-

გავლენიანი ბრიტანული ინტერნეტპორტალის, Traveller-ის ჟურნალისტი პაოლა ტოტარო ბათუმს ვრცელ ბლოგს უძღვნის. ჟურნალისტმა ჩვენს ზღვისპირა ქალაქში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იმოგზაურა.

„ახლა კი დავიწყებ თხრობას ჩემი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ მოკლე დასვენებად იქცა ჩემს სამოგზაურო პრაქტიკაში, თავისი ულამაზესი მთის და ზღვის პეიზაჟებით, ეგზოტიკური სამზარეულოთი და ღვინით, თბილი, კონტაქტური ხალხითა და ძალიან ექსცენტრული ურბანული არქიტექტურით. მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო,“ – იუწყება Traveller-ის ჟურნალისტი. ის საკუთარ მკითხველს ვრცლად უყვება, თუ როგორ, რომელი ავიაკომპანიით ჩამოფრინდა ბათუმში, რა ნახა პირველად და როგორი შთაბეჭდილებები მიიღო.

„არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა“ - National Geographic

დაკიდული ბაღები, ლურჯ და მწვანე ფერად ჩამომდინარი ჩანჩქერები -დიახ ეს საქართველოა

ის ბათუმის არქიტექტურასა და ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს აღწერს და ამბობს, რომ ბათუმლას ვეგასის, იტალიური რენესანსისა და საბჭოთა კავშირის სინთეზია.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჟურნალისტი განსაკუთრებულ აქცენტს ბათუმის ბულვარზე აკეთებს, სადაც მკითხველებს სეირნობას მზის ჩასვლისას ურჩევს. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ყოფნისას ჟურნალისტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მტირალას ეროვნულ პარკსაც სტუმრობდა, რაც დეტალურად აღწერა Traveller-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები