LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიის შემდეგ, სასწრაფოს ექიმი ცოცხალ ადამიანს პარკში ახვევდა…“

3066
death-crash

ტელეპროდიუსერი, მარიკა ხიდურელი, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ტელეწამყვან მადონა კოიძესთან ერთად, საზარელ ავარიას შეესწრო, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც მარიკა წერს, სასწრაფოს ექიმმა გადაწყვიტა, რომ ერთი დაშავებული გარდაცვლილი იყო და რომ არა ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი, რომელმაც მძღოლს პულსი გაუსინჯა, ცოცხალ ადამიანს პარკში გაახვევდნენ…

გთავაზობთ მარიკას სტატუსს:

„მოკლედ, აჭარაში მიმავალები, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, საშინელ ავარიას შევესწარით. მინივენი და ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა, ერთში ირანელები ისხდნენ, მეორეში პოლონელები. მძღოლები ქართველები. დაშავებულები ორივე მხარეს იყვნენ. სასწრაფოს ექიმმა გადაწყვიტა, რომ ერთი დაშავებული უკვე გვამი იყო და პარკი მოიმარჯვა მიცვალებულის გასახვევად. ამ დროს ადგილზე აღმოჩნდა ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ის კაცი ცოცხალი იყო. ამისთვის კი პულსის გასინჯვა იყო საჭირო. მანამდე კი, სასწრაფოს მოსვლამდე ხუთს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. რომ არა ეს ქალბატონი ცოცხალ, გონებადაკარგულ ადამიანს გზაში მოკლავდნენ. კარგით რაა, პულსის გასინჯვას რაღა უნდა“.

შეგახსენებთ, რომ ამ ავარიის შედეგად, უცხოელი ტურისტები, ცოლ-ქმარი და ბავშვი გარდაიცვალნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები