LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა

185
ბათუმი-ბულვარი

საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ბათუმი არის ადგილი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, სადაც უნდა წავიდეს ადამიანი დასასვენებლად, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2019 წელი შეაჯამა.

„2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება. რეიტინგები, წამყვანი მედიასაშუალებები აღიარებენ, რომ ბათუმი არის ადგილი სადაც უნდა წავიდეს ადამიანი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მთავარია, რომ ჩვენ, როგორც მასპინძლებმა შევძლოთ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა ეს დინამიკა არც ერთი წუთით არ გაჩერდეს. ტურიზმი არის ეკონომიკის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სერვისის გაუმჯობესება. ეს არის დეტალები და ამ დეტალებშია ის, რაც ქმნის საერთო კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. წელს პირველად ჩვენ შევძელით და აჭარას აქვს 2020-2025 წლების ტურიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. წელს პირველად გვქონოდა ჩარტერული რეისები ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები