LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გადაიდო

194
85

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება გადაიდო და ნაცვლად ოქტომბრისა 2020 წლის მარტში დაიწყება.

როგორც “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, საბოლოო პროექტის დასტური ჯერ მიღებული არ აქვთ, თუმცა მანამდე ბათუმის აეროპორტის მმართველ კომპანიას  პროექტში გარკვეული დეტალების კორექტირება მოუხდა.

Wizz Air კიდევ 2 ახალ მიმართულებას ამატებს - ფრენები 23 ნოემბრიდან იწყება

გაიგეთ, რა განრიგით შესრულდება რეგულარული რეისები

“ეს არ იყო ჩვენი მიზეზით, რის გამოც პროექტი შეიცვალა. შესაბამისად მე ვერ დავასახელებ დეტალურად, თუ რის გამო მოგვიწია პროექტის შეცვლა, მაგრამ გეტყვით, რომ 2019 წლის ოქტომბერში ბათუმის აეროპორტში დაანონსებულ პროექტს ვერ ვიწყებთ”, -ამბობს ზაქარაძე.

ცნობისთვის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები