LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს

121

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს. როგორც ”ფორტუნას” ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პირები,  რომლებიც  საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ 500 ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. მცირე საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე საჯარიმო სანქცია წელსაც 80 ლარი იქნება.

სსიპ „ ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დაიცვან დასუფთავების წესები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები